პროდუქცია / დენტიკიდი ბარიჯი®

დენტიკიდი ბარიჯი®

ფასი: 23.00 ლარი

ღრძილების  გელი 5 გ

ნატურალური საბავშვო გელი ღრძილების ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად!

როცა პატარა მშვიდადაა, ყველა ბედნიერია..

არ შეიცავს ლიდოკაინს, შაქარს, ხელოვნურ დამატკბობლებს, ალკოჰოლს, პარაბენებს, გლუტენს და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.

ნატურალური შემადგენელი კომპონენტები:

სამკურნალო გვირილა (Matricaria chamomilla)

სამკურნალო სალბი (Salvia officinalis)

 დექსპანთენოლი (პროვიტამინი B5)

ჩვენება:

 ღრძილების ტკივილისა და ანთების შემცირება კბილების ამოჭრის დროს.

შეკვეთა

ფარმაკოლოგიური თვისებები

კბილების ამოჭრა არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებული კბილების გვირგვინი ჭრის ღრძილს. რა თქმა უნდა ეს მტკივნეული პროცესია პატარასათვის. იგი იწყება 4-8 თვიდან და მიმდინარეობს დაახლოებით ორი წლის მანძილზე. კბილის ამოჭრის პროცესს (11.7%)-ში თან ახლავს სიმპტომები: მოუსვენრობა, კბენის სურვილი, დიარეა, ყაბზობა, ხველა, ყურების ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა და ცხელება. ანთებითი პროცესი და ღრძილების ზედაპირის შეთეთრება ხასიათდება (95,9%)-ში, ხოლო მადის დაკარგვა, სისუსტე, გამონაყარი კანზე, ნახეთქები პირის ირგვლივ და ძილის დარღვევა (27.3%)-ში . ამ შემაწუხებელი სიმპტომების შემსუბუქება-მოხსნისთვის გამოიყენება სხვადასხვა საშუალება. ისეთი მცენარეების გამოყენება, როგორიცაა გვირილა და სალბი, ამსუბუქებენ კბილების ამოჭრით გამოწვეულ ტკივილს. გვირილა თავისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით აცხრობს ღრძილის შეშუპებას და ხსნის ტკივილს. სალბს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, იგი აგრეთვე აძლიერებს ღრძილს და იცავს მას ინფიცირებისგან. დექსპანთენოლი (პროვიტამინი B5 ) აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და ხელს უწყობს ღრძილების სიჯანსაღეს. დენტიკიდის გელის შემადგენელი კომპონენტები : გვირილა, სალბი, დესპანთენოლი არის საუკეთესო კომბინაცია , რომელიც უზრუნველყოფს ანთებითი პროცესებისა და ღრძილის ტკივილის შემცირებას, თანმხლები რეგენერაციული მოქმედებით. დენტიკიდის დახმარებით კბილების ამოჭრის რთული პროცესი შესაძლებელია გადალახულ იქნას უმტკივნეულოდ, სისუსტისა და მადის დაკარგვის გარეშე, ძილის დარღვევებისა და ბავშვის აღგზნების თავიდან აცილებით. დოზირება და გამოყენება: გელის თხელი ფენა დაიტანება გაღიზიანებულ ღრძილზე, კბილის ამოჭრის ადგილზე 3-4 ჯერ დღეში და ნაზი მასირებული მოძრაობებით თანაბრად შეიზილება ლორწოვანის ზედაპირზე.

უკან