ბლოგი

როცა თქვენი პატარა შეუჩერებლად ტირის და უარს ამბობს საკვებზე

ხშირად ამის მიზეზი უბრალოდ კბილის ამოჭრაა.

ყველა დედა მოუთმენლად ელის პირველ კბილს,  ეს მოვლენა  დიდი სიხარულია მთელი ოჯახისთვის,  თუმცა...

პატარა ამ დროს ძალიან გაღიზიანებულია, ჭირვეულობს და უარს ამბობს საკვებზე, სწრაფად ეცვლება  გუნება-განწყობა, ირღვევა მისი ძილის რეჟიმი.  ზოგჯერ  ეს პროცესი მშობლების პანიკის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს. ხშირად გამოცდილი დედაც კი შფოთავს და მიმართავს პედიატრს, რათა დარწმუნდეს რომ სერიოზული არაფერია.

როდის ამოიჭრება პირველი კბილი?

როგორც ცნობილია არსებობს სარძევე და მუდმივი კბილები. ისინი გარკვეული დროის შემდეგ ენაცვლებიან ერთმანეთს. პირველი სარძევე კბილების – ქვედა ცენტრალური საჭრელების გამოჩენას უნდა ველოდოთ 5-8 თვის ასაკში. მთლიანად ე.წ. სარძევე თანკბილვაში 20 კბილია. მათი მთლიანად ამოჭრა მთავრდება 2,5-3 წლის ასაკში.

როგორია კბილების ამოჭრის თანმიმდევრობა?

 

ბავშვების უმრავლესობას ჯერ ამოდის ორი წინა ქვედა კბილი, რის შემდეგაც ამოდის იგივე კბილები  ზედა ყბაზე. შემდგომში - გვერდითი საჭრელი კბილი ორივე მხარეს,  ჯერ ზემოთ და მერე ქვემოთ. 6 წლის ასაკიდან სარძევე კბილები ეტაპობრივად, გარკვეული თანმიმდევრობით, იცვლება მუდმივი კბილებით.

რომელია კბილების ამოჭრის ნიშნები?

როგორც კი პატარას ღრძილები შეუსივდება,  პირველი კბილი  თავის ამოსაყოფად მზადაა. ამ პერიოდში ბავშვი გამუდმებით რაღაცას ღრღნის, რადგან ღრძილები ექავება.  ასევე შესაძლოა თქვენს პატარას გაუწითლდეს ლოყები  და ყურები, გაუძლიერდეს ნერწყვდენა, მატულობს მოუსვენრობა,შესაძლოა  გამოუვლინდეს ტემპერატურის მომატება.

როგორ შევუმსუბუქოთ  პატარას  მდგომარეობა?

მდგომარეობას შეუმსუბუქებთ, თუ რაიმე მაგარ და გრილ საგანს შეთავაზებთ. არსებობს სილიკონის რგოლებიც, რომლებიც აფთიაქში იყიდება და სპეციალური ჟელესმაგვარი შიგთავსითაა ამოვსებული.

არსებობს ღრძილების დამამშვიდებელი გელები, დასალევი ტკივილგამაყუჩებელი ჰომეოპათიური საშუალებები. რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივ მკურნალობას. ეცადეთ სპეციალურად ჩვილებისთვის  შექმნილი ღრძილების ისეთი  გელი შეარჩიოთ, რომელიც შეიცავს მხოლოდ  ნატურალურ, მცენარეულ კომპონენტებს,  მხოლოდ ადგილობრივი  და  ღრძილების სამკურნალო ეფექტებით.

რატომ არის ღრძილების გელის შემადგენლობის ცოდნა აუცილებელი დედისითვის?

ჩვილთა ღრძილების გელები ძირითადად შეიცავს ადგილობრივ ანესთეტიკს და ზოგიერთი დამატებით ასევე - ანტისეპტიკს. სასურველია ნატურალური, მცენარეული შემადგენლობის  გელის შერჩევა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვთა ასაკში.

დენტიკინდი ბარიჯის ღრძილების გელი არის სრულიად უსაფრთხო, ნატურალურ კომპონენტეზე დაფუძნებული

  • აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული, კომპლექსური მოქმედება;
  • მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად;
  • აქვს სწრაფი სამკურნალო ეფექტი;
  • ნერწყვდენა არ ახდენს გელის მოქმედების შესუსტებას;
  • არ შეიცავს ანესთეტიკებს, პარაბენს, ლაქტოზას, შაქარს.

დენტიკიდ ბარიჯი ღრძილების გელი- როცა ბუნება   შენთვის ირჩევს საუკეთესოს!