პროდუქცია / ოსტეოვიტი

ოსტეოვიტი

ფასი: 35.00 ლარი

ტაბლეტი

60 საღეჭი ტაბლეტი,

საკვები დანამატი

ჩვენებები:
კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი;
გლუკოკორტიკოიდებისა და თირეოიდული ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება;
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
კლიმაქტერული პერიოდი;
ორსულობა, ლაქტაცია (ახალშობილის რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით);
ხშირი მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტ-ტრავმული რეგენერაციის შენელება;
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა.

შემადგენლობა:
Ca კალციუმის კარბონატი 1000მგ (ელემენტარული კალციუმი 400მგ)
Mg მაგნიუმი 150მგ (მაგნიუმის ჰიდროქსიდის სახით 372მგ)
Zn თუთია 5გრ (თუთიის სულფატის სახით 22მგ)
ვიტამინი D3 10მკგ (ქოლეკალციფეროლის სახით 400IU)

 

შეკვეთა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოსტეოვიტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელშიც არსებული კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინი D3 კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის მაქსიმალურ და სწორი ათვისებას, ცნობილია, რომ შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის დახმარების გარეშე. კალციუმი უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის ფორმირებას, რომლის შემადგენლობაში შედის ორგანიზმში არსებული კალციუმის 99% ხოლო დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისათვის. კალციუმი უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება, აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას. კალციუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში. მაგნიუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი, უზრუნველყოფს ძილის მოწესრიგებას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას. თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლების წარმოქმნისთვის, ფორმირებისთვის და ძვლის სტრუქტურის სიმტკიცისთვის. საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ახელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი D3 უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვან გამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას. ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.

ჩვენება

კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი; გლუკოკორტიკოიდებისა და თირეოიდული ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება; ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; კლიმაქტერული პერიოდი; ორსულობა, ლაქტაცია (ახალშობილის რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით); ხშირი მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტ-ტრავმული რეგენერაციის შენელება; თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა.

შემადგენლობა

Ca კალციუმის კარბონატი 1000მგ (ელემენტარული კალციუმი 400მგ) Mg მაგნიუმი 150მგ (მაგნიუმის ჰიდროქსიდის სახით 372მგ) Zn თუთია 5გრ (თუთიის სულფატის სახით 22მგ) ვიტამინი D3 2,5მკგ (ქოლეკალციფეროლის სახით 100IU)

მიღების წესი და დღიური დოზირება

2 ტაბლეტი დღეში

უკუჩვენებები

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

უკან