პროდუქცია / ოსტეობონი

ოსტეობონი

ფასი: 27.00 ლარი

მოძრაობა ტკივილისა და შეზღუდვის გარეშე ...

კაფსულა

30 ცალი

შემადგენლობა:
ბოსველია 190მგ
ტიპი 2 კოლაგენი 10მგ
ჰიალურონის მჟავა 2მგ
ვიტამინი C 90მგ

ჩვენება:
ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;
ოსტეოპოროზის გართულებების კომპლექსურ მკურნალობა;
სახსრების ტრავმის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციულად, რეპარაციული პროცესების დასაჩქარებლად;
სპორტსმენებში მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

შეკვეთა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოსტეობონი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველიის მოქმედების მექანიზმია ლეიკოტრიენების სინთეზის ბლოკირება, ამ მექანიზმით მოქმედებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასას), თუმცა ბოსველიას (ასას)-ებისგან განსხვავებით არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ. ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა - მონაწილეობს კოლაგენის, კორტიკოსტეროიდების და სხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში. დადგენილია, რომ პაციენტები რევმატოიდული ართრიტით, ხასიათდებიან C ვიტამინზე განსაკუთრებული მოთხოვნილებით. C ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება გაამწვავოს რევმატოიდული ართრიტი, ტიპი 2 კოლაგენი - ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების, კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული შენებისათვის შეუცვლელი ცილაა. ჰიალურონის მჟავა - ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის ძირითადი კომპონენტია, ხრტილის „ბუნებრივი საცხი. აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. რითაც აძლიერებს ძვლების და სახსრების "ამორტიზაციას". წარმოადგენს უჯრედშორის სივრცის შემავსებელს, წარმოადგენს სითხის ე.წ. „რეზერვუარს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.

ჩვენება

ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი; ოსტეოპოროზის გართულებების კომპლექსურ მკურნალობა; სახსრების ტრავმის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციულად, რეპარაციული პროცესების დასაჩქარებლად; სპორტსმენებში მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

შემადგენლობა

ბოსველია 190მგ ტიპი 2 კოლაგენი 10მგ ჰიალურონის მჟავა 2მგ ვიტამინი C 90მგ

დოზირება და მიღების წესი

1 ან 2 კაფსულა დღეში.

დამატებითი შენიშვნები

შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას

უკუჩვენება

მომატებული გრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ

უკან