პროდუქცია / მინამინი

მინამინი

ფასი: 53.00 ლარი

კაფსულა

30ცალი

ქალის ჯანმრთელობის თანამედროვე ფორმულა

რეკომენდებულია ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე!

შეკვეთა

ჩვენება

-ორსულებში ანემიის პრევენცია -ორსულობისათვის მზადების პერიოდი -ორსულთა ტოქსიკოზები -ნაადრევი მშობიარობის რისკი -ნაყოფის ჰიპოტროფია -ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პრევენცია -კლიმაქტერულ პერიოდი

შემადგენლობა

ლაქტოფერინი, ვიტამინები, მინერალები, პრობიოტიკები.

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები

მინამინი პრობიოტიკებით წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოფერინი, პროტეინი, რომელიც არის ძუძუმწოვართა რძეში, სისხლის პლაზმაში და ნეიტროფილებში და პრობიოტიკები. მინამინი იცავს ორგანიზმს ანემიისგან. ლაქტოფერინის , რკინის, ვიტამინების C , B12 და ფოლის მჟავას ბალანსირებული შემცველობა უზრუნველყოფს ანემიის სრულფასოვან პროფილაქტიკას. ლაქტოფერინი - მულტიფუნქციური პროტეინია, რომელიც ხელს უწყობს რკინის შეწოვას, მის შემდგომ ტრანსპორტირებას ორგანიზმში, აკონტროლებს რკინის დონეს . ლაქტოფერინი თრგუნავს ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და მათ ზრდა-განვითარებას, შესაბამისად აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანტიმიკრობული მოქმედებით უზრუნველყოფს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასორგანიზმში. ლაქტოფერინი ასტიმულირებს ოსტეობლასტებს და ხელს უწყობს ძვლის ფორმაციას. ლაქტოფერინი ხსენში მაღალი კონცენტრაციის შედეგად, იცავს ახალშობილს ინფექციებისგან. რკინის შემბოჭველი და გადამტანი ფუნქციის გარდა, ლაქტოფერინი ავლენს ანტივირუსულ, ანტიპარაზიტულ, ანტისიმსივნურ, ანტიალერგიულ თვისებებს და ფუნქციებს. ფერმენტული აქტივობის შედეგად ის ზემოქმედებას ახდენს რძის პირიმიდინ სპეციფიურ რიბონუკლეაზებზე, რითაც ხელს უშლის ძუძუს კიბოს გამომწვევი რეტროვირუსების გამრავლებას. ლაქტოფერინი ძვლის ფორმაციაზე დადებით ზაემოქმედებას ახდენს. კერძოდ აძლიერებს ფორმაციას და ასუსტებს ძვლის რეზორბციას.ეს ვლინდება რეზორბციის მარკერების (deoxypyridinoline და N-telopeptide) შემცირებით და ფორმაციის მარკერების (ოსტეოკალცინი და ტუტე ფოსფატაზა) მომატებით. პრობიოტიკები აღადგენს მიკროფლორის ბალანსს ორგანიზმში. იცავს ქალს ყაბზობის, ცისტიტისა და ვაგინალური ინფექციებისგან. იოდი -თავის ტვინის, ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის სრულფასოვანი ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუთია - აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის. მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ამცირებს : ა) ნაადრევი მშობიარობის რისკს 14%-ით ბ) მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების რისკს. ფოლის მჟავა - მონაწილეობას იღებს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას. D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში. სელენი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორსულის ორგანიზმს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისგან, ნაადრევი მშობიარობისგან. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის და მიელინის სინთეზისათვის. B1,B2,B6, მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების და მიელინის სინთეზში. ბიოტინი -ჯანმრთელი თმის, კანის და ფრჩხილების შენარჩუნებისთვის.

დოზირება და მიღების წესი

1 კაფსულა ერთხელ დღეში

უკუჩვენებები და გაფრთხილებები

გაფრთხილება: რეკომენდირებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ.

დამატებითი შენიშვნები

შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

უკან